ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის სამხედრო გაძლიერებას, ვაკვირდებით ძალების უჩვეულო კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან – იენს სტოლტენბერგი

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აკონტროლებს სიტუაციას რუსეთისა და უკრაინის საზღვრთან და ასევე გააგრძელებს კიევის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის სამხედრო გაძლიერებას, ვაკვირდებით ძალების უჩვეულო კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან, ამას ადრეც ვაკვირდებოდით. ახლა მნიშვნელოვანია რუსეთს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოთ დაძაბულობის შემცირების, გამჭვირვალობისა და უკრაინის გარშემო და მის ტერიტორიაზე რაიმე ესკალაციის თავიდან აცილებისთვის”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ევროკავშირის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთობლივი შეხვედრის წინ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები