„ჩვენ შეიძლება დავეცეთ, ჩვენ შეიძლება წუმპეში აღმოვჩნდეთ, ჩვენ შეიძლება უამრავი ცუდი რამ დაგვემართოს, მაგრამ არასოდეს“ – თეოდორე გიგნაძე

-„ფეხზე დგახარ თუ დაცემული ხარ, იცოდე, რომ ქრისტესი ხარ და მისი შვილი ხარ, ჩვენ შეიძლება დავეცეთ, ჩვენ შეიძლება წუმპეში აღმოვჩნდეთ, ჩვენ შეიძლება უამრავი ცუდი რამ დაგვემართოს, მაგრამ არასოდეს არ უნდა ვიყოთ ქრისტეს გარეშე. მაინც ქრისტესთან ერთად უნდა ვიყოთ, ეს არის ქრისტიანის ბუნებრივი მდგომარეობა.

როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდე, ქრისტეს ხელი არ გაუშვა, ეს არის სწორედ, რა მაგალითსაც ჩვენ პეტრე გვაძლევს – იუდასგან განსხვავებით, იუდა რომ ჩავარდა წუმპეში და ქრისტეს მოსწყდა, პეტრეც ჩავარდა სულმოკლეობის წუმპეში, მაგრამ მას ქრისტესთვის ხელი არ გაუშვია, ეს განსხვავებაა ქრისტიანსა და არაქრისტიანს შორის.

რაც არ უნდა დაგემართოს, ქრისტეს ხელი არ გაუშვა, შენ, თუნდაც წუმპეში ჩავარდნილი, ჯოჯოხეთში მყოფიც, მაინც ქრიტესი ხარ, მაინც ქრისტეს შვილი ხარ, მისი ძმა ხარ, მისი და ხარ“.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

კომენტარები