„ჩვენ ხომ საკუთარ თავს ვიცნობთ, ჩვენ ხომ ვიცით, როგორ არჩევანს აკეთებს ჩვენი გული დღეში რამდენჯერ“

-„ჩვენ უნდა დავიმარხოთ ძე ღმერთის სიტყვა, რომელიც ამბობს
– რასაც ითხოვდეთ, ჩემი სახელით, მოგეცემათ,
ჩემი სახელითო, ხაზს უსვამს,
თქვენ მთხოვეთ და მე აღვასრულებ, მე ვყო და
რა არის ჩვენი სათხოვარი თუ არა ის, რომ
ჩვენი გული გაიხსნას ღვთისათვის,
ამიტომ, თუ ჩვენ არ მოვასვენებთ ჩვენს გულს, რომელიც უწმინდურობის წყაროა, სამწუხაროდ
და მას განვაცდევინებთ, რომ
იესო ქრისტე არის მისი ღმერთი,
ჩვენი გულისათვის ხომ ხშირად იესო ქრისტე არ არის ღმერთი,
ჩვენ ხომ საკუთარ თავს ვიცნობთ,
ჩვენ ხომ ვიცით, როგორ არჩევანს აკეთებს ჩვენი გული დღეში რამდენჯერ,
ქრისტეს საწინააღმდეგოს,
ანუ ჩვენი გულისათვის იესუ ქრისტე არ არის ის მეფე,
რომელიც მასზე, როგოც საყდარზე ზის,
არ არის მის მორჩილებაში,
ამიტომ, თუ ჩვენ ჩვენს გულს დავანახებთ, ვინ არის იესო ქრისტე მისთვის
და ვაიძულებთ ჩვენს გულს,
ჩვენი პიროვნული და თავისუფალი არჩევანით ვაიძულებთ, რომ დაემორჩილოს იესო ქრისტეს,
როგორც ღმერთს,
მაშინ განიწმინდება რა გული, ჩვენ უკვე ამ სოფელშივე დავინახავთ იესო ქრისტეს,
როგორც სიცოცხლეს
და თუ ეს მოხდება, ჩვენ აღარასოდეს ვიხილავთ სიკვდილის გემოს,
იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად გარდავიცვლებით სიკვდილისაგან სიცოცხლეში,
იმ დიდ ბედნიერებაში, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია და არც გულს შეხებია“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 28.05.2019
კომენტარები