ჩიკაგოში შავ მარტორქას ნაშიერი გაუჩნდა

შავი მარტორქები გადაშენების პირას არიან, მაგრამ ახლახანს „Lincoln Park“-ის ზოოპარკში, მარტორქას ნაშერი გაჩნდა.

„15 თვიანი ორსულობის და შედარებით სწრაფი მშობიარობის შემდეგ, ჩვენ მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ, რომ კაპუკიმ იმშობიარა.“

პირველ 48 საათს, ახლადდაბადებულისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რის გამოც, ზოოპარკის წარმომადგენლები, ოპტიმიზმით არიან განსჭვალულნი.

ექიმები, დედას და მის ნაშიერს, დისტანციური კამერებით ადევნებენ თვალყურს. ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ, მათი მნახველებისთვის ჩვენებაზე.

აღმოსავლური შავი მარტორქები, გადაშენების პირას მყოფ სახეობათა წითელ წიგნში არიან შესულები.

გარეული ბუნების საერთაშორისო ფონდის გამოთვლებით, დღესდღეობით ამ სახეობის, მხოლოდ 5000-5500 ერთეული არსებობს.

კომენტარები