ჩილეში ქართულმა ღვინომ – ბადაგონმა ოქრო აიღო!

პირველად მსოფლიო ღვინის ისტორიაში ჩილეში ქართულმა ღვინომ – ბადაგონმა ოქრო აიღო!

ჩილეში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე “Catad’Or Wine Award” ბადაგონის „საფერავი რეზერვი 2010“ ოქროს მედლით დაჯილდოვდა!

ჩილე ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში. აღნიშნულ კონკურსში 150-ზე მეტმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟიური საერთაშისო დონის 45 პროფესიონალი ექსპერტისაგან იყო დაკომპლექტებული.

ვულოცავთ ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას!!

კომენტარები