ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების ნაწილი დროებით გაუქმდა

ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების ნაწილი დროებით გაუქმდა.

ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ტარიფების ნაწილი 15 დეკემბრამდე გაუქმდება. ეს გადაწყვეტილება ჩინეთიდან შეტანილ მობილურ ტელეფონებს, კომპიუტერების სხვადასხვა ნაწილებს და სათამაშოებს შეეხება. ტარიფების ნაწილის დროებითი გაუქმება ამერიკელი მყიდველებისთვის გადაწყვიტე,  ისინი საშობაო სეზონზე რომ არ დაზარალდნენ“, – განაცხადა  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

რამდენიმე კვირის წინ, დონალდ ტრამპმა 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე, პირველი სექტემბრიდან, 10-პროცენტიანი ტარიფი დააწესა.

კომენტარები