ჩინეთის მთავრობამ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა

ჩინეთის მთავრობამ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა.

 ამის შესახებ Guardian-ი წერს.

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლის,  ჩჟან სილმინის განცახდებით:

„პრეპარატი „ფავიპირავირი“, რომელსაც იაპონური კომპანია Fujifilm Toyama Chemical აწარმოებს, კორონავირუსის მკურნალობისთვის ეფექტიანი აღმოჩნდა.

 უჰანსა და შენჟენში წამლის 340 პაციენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ტესტირებამ იმედის მომცემი შედეგები აჩვენა.

 დაავადებულთა ანალიზებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც „ფავიპირავირს“ იღებდნენ, 4 დღეში კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი ჰქონდათ. ის პაციენტები კი, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ, საშუალოდ 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ“.

 სპეციალისტების მტკიცებით, მედიკამენტს უსაფრთხოების მაღალი ხარისხი აქვს და ფილტვების მდგომარეობს დაახლოებით 91%-ით აუმჯობესებს.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს  ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის

საფრთხე რეალური გახდა.

კომენტარები