ჩინეთის მოსახლეობამ 1,4 მილიარდს გადააჭარბა

ჩინეთის მოსახლეობა, სპეციალური ადმინისტრაციული რაიონების – ჰონკონგის, მაკაოს და ტაივანის გაუთვალისწინებლად, 2019 წლის ბოლოსათვის 4,67 მილიონით გაიზარდა და 1,4 მილიარდს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩინეთის მოსახლეობა 5,3 მილიონით გაიზარდა, იუწყება ria.ru

2019 წელს ქვეყანაში 14,65 მილიონი ახალშობილი დაფიქსირდა, შობადობის კოეფიციენტმა კი 10,48 შეადგინა ათას ადამიანზე. ამავე წელს ჩინეთში 9,98 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, სიკვდილიანობის კოეფიციენტმა 7,14 შეადგინა ათას ადამიანზე. მოსახლეობის ბუნებრივმა ზრდამ ათას ადამიანზე 3,34 შეადგიან. მოსახლების 715,27 მილიონი ადამიანი მამაკაცია, ხოლო 684,78 მილიონი – ქალი. მოსახლეობის საერთო რიცხვმა 1 მილიარდ 400 მილიონ 50 ათასი ადამიანი შეადგინა.

წლის განმავლობაში ქალაქადმცხოვრებთა რაოდენობა 17,06 მილიონით გაიზრდა და 848,43 მილიონი ადამიანი შეადგინა, სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა კი 12,39 მილიონით შემცირდა და 551,62 მილიონი შეადგინა. ქალაქის მოსახლეობის წილი 59,58%-დან 60,6%-მდე გაიზარდა.

წყარო: ria.ru

 

კომენტარები