ჩინეთის ქალაქ ჰუშში გამართულ ძიუდოს გრან პრიდან გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ

ჩინეთის ქალაქ ჰუშში გამართულ ძიუდოს გრან პრიში 6 ქართველი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, რომელთგან გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს გრან პრის ბოლო დღეს დაეუფლნენ.
90 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ჯერ ამერიკელ კოლტონ ბრაუნს სძლია, შემდეგ კი კუბელი ივან ფილიპე სილვა მორალესი დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ კენტა ნაგასავასთან დამარცხდა, რომელმაც საბოლოოდ ჩემპიონობა მოიპოვა.

გიორგი პაპუნაშვილმა

მძიმე წონით კატეგორიის მერვედფინალში რუსი ანტონ ბრაჩევის დამარცხების შემდეგ ლევან მატიაშვილი ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ჯერ ჩინელ შაოტონგ იუანგს სძლია, შემდეგ კი გერმანელ იოჰანეს ფრეის და ისიც ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ლევან მატიაშვილი

ტურნირში მონაწილეობა სულ 43 ქვეყნის 301 სპორტსმენმა მიიღო.

კომენტარები