ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს,- პანდემიის გამოწვევის

ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს,- პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს.

შტამი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. მისი მატარებელი ღორები არიან, დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.

მკვლევრების განცხადებით, ვირუსმა შეიძლება მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე, შესაძლოა, გლობალური აფეთქება გამოიწვიოს.

 ვირუსს ყველა ნიშანი აქვს, ადაპტირებული რომ იყოს ადამიანების ინფიცირებისთვის. მას მჭიდრო დაკვირვება სჭირდება.  ვირუსი ახალია, ადამიანების უმეტესობას მასზე იმუნიტეტი არ ექნება.

ჩინეთში გამოვლენილი ახალი ტიპის გრიპის შტამი 2009 წლის ღორის გრიპის მსგავსია, მაგრამ გარკვეული ცვლილებებით.

-„ჯერჯერობით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ყურადღებას საჭიროებს“ – განაცხადა პროფესორმა კინ-ჩოუ ჩანგმა. 

კომენტარები