ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.  წერს Reuters-ი.

სინძიანის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 137 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, მაგრამ არც ერთს სიმპტომები არ აქვს. ტესტირება მას ჩემდეგ ჩაატარეს, რაც ტანსაცმლის საწარმოს 17 წლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.

ჩინეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად შემცირდა, არსებობს მოლოდინი, ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყება, ტესტირების რაოდენობა კვლავ იზრდება.

ქვეყანაში ვირუსის უკვე 86 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა.

კომენტარები