ჩინეთში 54 წლის ქალს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ჩინეთში 54 წლის ქალს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქალს 118 ბავშვის შვილად აყვანისთვის ფილანტროპად მოიხსენიებდნენ.
ქალი სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამოძალვაში, დოკუმენტების გაყალბებაში, თაღლითობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ის სასამართლომ 388 ათასი დოლარითაც დააჯარიმა.
ასევე დამნაშავედ ცნეს მისი 15 თანამზრახველი, მათ შორის მეგობარი კაცი. ეს ჯგუფი დანაშაულს დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით სჩადიოდა.
ლი იანქსიაზე მედიამ ყურადღება 2006 წელს გაამახვილა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ მას ერთ პატარა სოფელში ათობით ბავშვი შვილად აჰყავდა. ქალმა თქვა, რომ ყოფილმა მეუღლემ მათი შვილი გაყიდა და სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა დახმარებოდა სხვა ბავშვებს.
2018 წლის მაისში პოლიციამ ლი იანქსიას საბანკო ანგარიშზე 20 მილიონი ჩინური იუანი და 20 ათასი დოლარი აღმოაჩინა. მის მფლობელობაში ასევე იყო Land Rover-ისა და Mercedes Benz-ის ავტომობილები. სამართალდამცავმა ორგანომ დაადგინა, რომ ლი იანქსია 2011 წლიდან უკანონო საქმიანობას ახორციელებდა

კომენტარები