ჩინელმა ბიჭუნამ გამოცდის ჩასაბარებლად, თითქმის 5 კილომეტრი გაიარა ფეხით, -9℃ სიცივეში, თხელი ქურთუკით, ქუდის გარეშე

ამ ჩინელ ბიჭუნას ვანგ ფუმანი (Wang Fuman) ჰქვია. 2 წლის უკან საზოგადოებრიობა ააღელვა ფოტოსურათმა, რომელიც მისმა პედაგოგმა გადაიღო – გამოცდის ჩასაბარებლად, ბიჭუნამ თითქმის 5 კილომეტრი გაიარა ფეხით, -9℃ სიცივეში, თხელი ქურთუკით, ქუდის გარეშე. თმები და წარბები გაეყინა, ხოლო ლოყები – გაუწითლდა.

არც სახლში და არც სკოლაში გათბობა არ ჰქონდათ, მოსწავლეები ქურთუკებით ისხდნენ გაკვეთილებზე. ვანგს ძალიან უნდოდა განათლების მიღება. გამოცდაზე, რომლის გზაზე ბიჭუნა ლამის გაიყინა, 99% მიიღო ჩასათვლელი ქულებისა, ხოლო ფოტოსურათს ქსელთაშორისში ისეთი პოპულარობა ხვდა წილად, რომ უცნობმა ადამიანებმა 3 მილიონი იუანი (450 ათასი $_ის ექვივალენტური თანხა) შეაგროვეს, რითაც გარემონტდა სკოლა, შეკეთდა გათბობა სკოლასა და იუნანის პროვინციის ღარიბი ოჯახების სახლებში. ასევე, სკოლის ყველა მოსწავლეს უყიდეს თბილი ტანსაცმელი.

ვანგი პეკინში მიიწვიეს. და იცით, ყველაზე მეტად მასზე რამ მოახდინა შთაბეჭდილება? უკან დაბრუნებისას უთქვამს: „სახლში სულ ნახშირს ვწვავთ და ქურთუკებით გვძინავს, ხოლო იქ ისეთი თბილი ბინები იყო, მაისურით შეგეძლო სიარული! გათბობა – ეს სასწაულია!“-ო.

 

კომენტარები