ჩინელმა სპორტსმენმა კარანტინის გამო ბინაში გაირბინა 50 კილომეტრი (ვიდეო)

ჩინელმა მორბენალმა, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო სახლიდან არ გამოდის, თავის ბინაში 6250 წრე დაარტყა.
ამ თავისებურ ვარჯიშზე სპორტსმენმა 4 საათი და 48 წუთი დახარჯა, გაირბინა 31 მილი ანუ 49,8 კილომეტრი. კადრში ჩანს, რომ სირბილის დროს ის კიდეც ჭამს. მას არ ჰქონდა სარბენი ბილიკი, კარანტინის შემოღებამდე კი დაკვეთა ვერ მოასწრო, ამიტომაც მოუწია ასეთ პირობებში ვარჯიში.

წყარო: 360tv.ru

კომენტარები