„ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა ბევრი საერთაშორისო კვლევის მიხედვით დასტურდება. ანაფილაქსიური რეაქციის რისკი, ყველაზე ნაკლებად“-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჩინური ვაქცინის შესახებ განაცხადა:

-„ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა ბევრი საერთაშორისო კვლევის მიხედვით დასტურდება. არის ყველაზე გამოცდილი მეთოდით დამზადებული. ტექნოლოგია ასეთია: გაზარდე ვირუსი, მოკალი ეს ვირუსი, შეუნარჩუნე მას ის ცილები, რომლის წინააღმდეგაც ორგანიზმმა უნდა შეიმუშაოს იმუნიტეტი, ეს არის უკვე ვაქცინა, ეს ტრადიციული მეთოდია. გრიპის ვაქცინები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები სწორედ ამ ტექნოლოგიით მზადდება.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს მის ეფექტიანობას 79%-დან, იგულისხმება სიმპტომური დაავადება. ჰოსპიტალიზაციისაგან, მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან დაცვა არის თითქმის 100%-იანი. „სინოფარმს“ ამ კუთხით თითქმის იგივე დაცვა აქვს, როგორიც, მაგალითად, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“.

ჩვენ გვაქვს ჩვენი სერბი კოლეგების ინფორმაცია, რომლებსაც 4 ვაქცინა ჰქონდათ: „ფაიზერი„, „ასტრაზენეკა“, რუსული „სპუტნიკი“ და ჩინური ვაქცინა, რომელთაგან ყველაზე ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს სინოფარმს. ყველაზე მძიმე რეაქცია, რაც შეიძლება ვაქცინაციამ გამოიწვიოს, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, სერბი კოლეგების ინფორმაციით, ყველაზე ნაკლები სწორედ „სინოფარმს“ აქვს.

იმ შემთხვევაში თუ, ვაქცინის წინა დოზაზე მძიმე ალერგიული რეაქცია დაფიქსირდა, ან ადამიანს აქვს არაკონტროლირებადი ეპილეფსია, ან სხვა მძიმე პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც არ ემორჩილება მკურნალობას, ამ შემთხვევაში, წინააღმდეგ ჩვენებაა“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

სინოფარმით“ მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები

კომენტარები