ჩინური რაკეტა ატმოსფეროში, სავარაუდოდ, დღეს ღამით ან ხვალ

აშშ-ის კოსმოსური კვლევისა და განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

22-ტონიანი ჩინური რაკეტა ატმოსფეროში, სავარაუდოდ, დღეს ღამით ან ხვალ დილით შემოვა.

რაკეტის უდიდესი ნაწილი, ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, დაიწვება, მისი ფრაგმენტების ჩამოვარდნა დედამიწას საფრთხეს არ შეუქმნის.

წერს Reuters-ი.

4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა. საუბარია რაკეტის ნაწილზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა.

ჩამოვარდნის სავარაუდო ტერიტორია წყნარი ოკეანე იქნება.

კომენტარები