„ჩინურ ვაქცინას ნაკლები სიმძიმის გვერდითი ეფექტები“ – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„საქართველოში გამოყენებულ ორ ვაქცინასთან შედარებით „სინოფარმის” ვაქცინას გაცილებით ნაკლები სიმძიმის გვერდითი მოვლენები აქვს. ამ ვაქცინას ბევრი ადამიანი ელოდება.

ამ ვაქცინასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის აქტიურად დაწყებას ვგეგმავთ. კამპანია იქნება მიმართული ორი ძირითადი კომპონენტისკენ,  – ეფექტურობა და უსაფრთხოება.

ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს, – ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ბევრი ჩვენი თანამემამულე უკვე ელოდება ამ ვაქცინას”.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

16 აპრილის მონაცემებით ჯამურად აიცრა 26 427 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მსურველები უნდა ეწვიონ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკონ ნომერზე 1522.

ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“, -პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს

 

„სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის თარიღი ცნობილია

კომენტარები