“ჩიჩილაკისა და “კალანდას” შესახებ, ჩემს ინიციატივებზე ვისაუბრეთ”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საკითხს.

ინიციატიავა პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელზეც 13 იანვარს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში კალანდის აღნიშვნის დროს ისაუბრა.

„ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პრეზიდენტთან დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს საკითხი. ჩვენ დავიწყეთ კიდეც საჯარო განაცხადის შევსება. ძალიან კარგი ინიციატივაა, ჩვენი იდენტობის კიდევ უფრო კარგად წარმოსაჩენად.

პრეზიდენტს გავაცანი კულტურული მემკვიდრეობის კუთხით როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი პროექტები.

სალომე ზურაბიშვილმა სურვილი გამოთქვა, მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში და აღგვითქვა დახმარება, მუდმივად იქნება ამ საკითხების მხარდამჭერი, რომ პროცესები უფრო სწორად და სწრაფად წარიმართოს“- განაცხადა სააგნეტოს ხელმძღვანელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები