ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ანთალიის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ტურნირზე მიჯრით მეორე გამარჯვება იზეიმა, 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

1/8 ფინალურ დაპირისპირებაში ბასილაშვილმა მასპინძელი თურქი ჩოგბურთელი ალთუგ ჩელიკბილეკი დაამარცხა.

ნიკოლოზმა ATP-ს რეიტინგის 309-ე ჩოგანს 2-სეტში 7-6, 6-4 სძლია.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 1/4 ფინალში ალექს დე მინაურის სახით ძლიერი მეტოქე ეყოლება.

 

კომენტარები