ჩრდილოეთ კორეაში კატებს და მტრედებს გაანადგურებენ კოვიდის გავრცელების

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კატებსა და მტრედებს გაანადგუფრებენ.კიმ ჩენ ინმა კატების და მტრედების ელიმინაცია ჩინეთის მოსაზღვრე დასახლებებში ბრძანა. წერს გამოცემა The Mirror.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აცხადებს, -კატებს და მტრედებს ვირუსის ჩინეთიდან შემოტანა შეუძლიათ. კატები თაგვებით იკვებებიან და შესაძლოა, თაგვები კორონავირუსის მატარებლები იყვნენ.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება.ქალაქ ხესანში 20 დღის განმავლობაში ოჯახი იზოლატორში მოათავსეს, რადგანაც შინაური კატა მოსაკლავად ვერ გაიმეტეს.

ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის ინფექცია არ გამოვლენილა.

კომენტარები