ცაგერში, ქართული ეთნო-ჯაზ-ბენდი „ეგარი“ კონცერტს გამართავს

ქართული ეთნო-ჯაზ-ბენდი „ეგარი“ ცაგერში მწვანე თეატრის სცენაზე დღეს წარდგება. ეს ინფორმაცია ჯგუფმა Facebook-გვერდზე გაავრცელა.

გამოსვლა სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

ჯაზ-ბენდი „ეგარი“ 2009 წელს შეიქმნა. 2007 წლიდან მუსიკოსებმა ცნობილ ქართულ ჯგუფ „შინთან“ ერთობლივი პროექტი შექმნეს. შემსრულებლებმა საერთო მუსიკალური

ჯგუფის შემადგენლობაში არიან ალეკო ხიზანიშვილი (ჩონგური, სალამური), პაატა გაბუნია (ბას-გიტარა, ვოკალი), ზვიად თოთიაური (დოლი, ვოკალი), ხვიჩა ხვთისიაშვილი (ფანდური), ჯაბა მარგველანი (ვოკალი, სინტეზატორი), ბონდო ცხვედიანი (ვოკალი), დიტო საკანდელიძე (პერკუსია).

კომენტარები