ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა.

პარალელურად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა.

აქციის მონაწილეები ცესკო-ს შესასვლელთან გაკეთებულ რკინის ღობეს ქვებს ურტყამდნენ, აცხადებდნენ, რომ „გამყალბებლები უნდა იყვნენ“ ციხეში და აღნიშნავდნენ, რომ ამ ფორმით უნდოდათ, ცესკო-ში მყოფი პირებისთვის ხმა მიეწვდინათ.

ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

 

წყარო: “imedinews.ge”.

კომენტარები