ცვლილება ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესში ცვლილებები შევიდა.

სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების მიერ სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ.
კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს მოსთხოვოს აღნიშნულ პერიოდში დისტანციური სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომენტარები