„ციფრული გიგანტების რეგულირება სახელმწიფოებმა და მართლმსაჯულებამ უნდა მოახდინონ“ – საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი – „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის ანგარიში დაბლოკა
„ტვიტერმა“ აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიში კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ დაბლოკა.
-„ციფრული სივრცის რეგულირება ინტერნეტ გიგანტების საქმე არ არის. ციფრული გიგანტების რეგულირება თავად ციფრული ოლიგარქიის მიერ არ შეიძლება მოხდეს. ციფრული ოლიგარქია ერთ-ერთი საფრთხეა, რომელიც სახელმწიფოების და დემოკრატიების თავზეა ჩამოკიდებული. ციფრული გიგანტების რეგულირება სახელმწიფოებმა და მართლმსაჯულებამ უნდა მოახდინონ“, – განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, – სოციალურ ქსელის – „ტვიტერის“ დონალდ ტრამპისთვის ანგარიშის დაბლოკვის შესახებ.
ამ ნფორმაციას ფრანგული გამოცემა, „ფიგარო“ ავრცელებს.