ფუტკრებთან ერთად გადაშენების საფრთხე ციცინათელებსაც ემუქრებათ

 

ბოლო დროს ციცინათელები აღარ ჩანან, ისინი თითქოს სადღაც გაქრნენ.

მეცნიერები ამ ფაქტით შეშფოთებულები არიან. ბუნებაში ციცინათელების რაოდენობა ძალიან სწრაფად იკლებს. ფუტკრებთან ერთად გადაშენების საფრთხე ციცინათელებსაც ემუქრებათ. The New York Times-ში დაიბეჭდა სტატია –  ციცინათელების პოპულაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცირდება.

ციცინათელების პოპულაციის სწრაფი კლება ადამიანის ჩარევის გამო ხდება. ციცინათელები გასამრავლებლად და საცხოვრებლად გახრწნის პროცესში მყოფ ხეებს იყენებენ.  მზარდი ურბანიზაციის გამო კი მათი საცხოვრებელი გარემო დღით დღე ნადგურდება.

ციცინათელებისთვის ხელოვნური სინათლის წყაროები უდიდეს საფრთხეს შეიცავს.  ისინი ციმციმს პოტენციური მეწყვილეების მისაზიდად იყენებენ, ხელოვნური სინათლეები კი მათი გამრავლების პროცესს ხელს უშლის.

თუ ქალაქგარეთ, ეზოიან სახლში ცხოვრობთ,  ციცინათელების დახმარების  შესაძლებლობა გაქვთ. ეზოდან ხის ნარჩენებისა და  ფოთლების გატანა არ იჩქაროთ, ან პატარა აუზი გააკეთეთ. ამით ციცინათელებს მოიზიდავთ. ციცინათელების გამრავლებას ხელს ისიც შეუწყობს, თუ ხელოვნური განათებისა და პესტიციდების გამოყენებას შეზღუდავთ.

კომენტარები