„ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, ციხეში ჯდომა გამძლეობაში ვარჯიშია, რამდენ ხანს გავძლებთ ციხეში. ამას პოლიტპატიმრობასთან კავშირი არ“-იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა:

-„ჩემი აზრით, მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება ძირითად პუნქტებზე მიღწეულია. ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, ციხეში ჯდომა გამძლეობაში ვარჯიშია, რამდენ ხანს გავძლებთ ციხეში. ამას პოლიტპატიმრობასთან კავშირი არ აქვს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ გირაოს იხდის, რათა გარეთ გამოვიდეს.

„ლელოს“ მცდელობას, –  კიდევ ერთი გზა იპოვოს, მხოლოდ მივესალმები. ევროკავშირი თავდებად ჩაგიდგება, თუ გირაოს გადაგიხდის, პრინციპულად ერთი და იგივე საკითხია, ორივე საპატიოა და ორივეს უნდა დაეთანხმო. არ მესმის, პირველის არდათანხმების ამბავი. მეორე თუ გამოვა და ევროპარლამენტარები დაეთანხმებიან, იქნება გზა და იმედია, ეს გზა მაინც იქნება წარმატებული, თორემ ნებისმიერი გზა, რომელიც ნიკა მელიას გარეთ აღმოაჩენს, მისასალმებელია, რა თქმა უნდა, თუ თვითონ უნდა“.

ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, -ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს.

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, აცხადებს, რომ მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს.

კომენტარები