„ციხიდან პატრიაქრის მიმართ გიგი უგულავას მიერ გარკვეული გზავნილები იყო. ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი“ – მეუფე იაკობი გიგი უგულავას

-„ციხიდან პატრიაქრის მიმართ გიგი უგულავას მიერ გარკვეული გზავნილები იყო. ვის არიგებ ჭკუას, სად გაქვს იმდენი, რომ სხვა დაარიგო. უგულავა და ოქრუაშვილი არ არიან პოლიტპატიმრები, თუმცა “მათ საქმეში პოლიტიკა, რომ ჩარეული იყო ჩანდა”.

გათავისუფლება მივულოცე, ნებისმიერს მივულოცავ. რახან ეს მოხდა, ვფიქრობ, დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. ესენი რომ გამოუშვეს, შეიძლება, ამერიკელებისთვის, რუსებისთვის, ან ევროპელებისთვის პოლიტიკური დევნილები იყვნენ. რისთვის იძახიან, რომ პოლიტიკური დევნილები არიან, იმიტომ იძახიან, რომ ხელისუფლების ბევრი რაღაც არ მოსწონთ. უშუალოდ მათ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი, მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო, ჩანდა. რურუას რომ ტელევიზია აქვს, მაგ ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში, თორემ, არც ვიცოდი ტელევიზიის მეწილე რომ იყო“, – ასე მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას.

საქართველოს პრეზიდნეტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს გადაწტყვეტილება არავის ზეწოლით და მითითებით არ მიუღია. აღნიშნა, რომ „ორ დამნაშავეს ქვეყანას ვერ გადააყოლებს”.

კომენტარები