„ციხის კლინიკის გარდა, სააკაშვილის სხვაგან გადაყვანა არ განიხილება. , ეს არის გამორიცხული…“-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერიმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით:

-„მე რა თქმა უნდა, არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა ამის თაობაზე გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ მისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება სადაც საჭიროების შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. როგორც მოვისმინეთ ჩვენი იუსტიციის მინისტრისგან, სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ განიხილება“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ოთხი ადამიანია დაკავებული.

კომენტარები