ცნობილი რუსი პოეტესას, ანა ახმატოვას უცნობი ფოტოსურათი

სმოლნსკის გიმნაზიაში 10 წლიანი სწავლის შემდეგ ანა ახმატოვა (გორენკო) ცარსკოსელსკის მარიინსკის ქალთა გიმნაზიაში გადმოიყვანეს, სადაც ოთხი წელი დაჰყო.

ეს პერიოდი პოეტი ქალის მოგონებებში ცუდად აღიბეჭდა. განათლება საგრძნობლად მოიკოჭლებდა. ზოგიერთ მასწავლებელს საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული. ანას კერძო რეპეტიტორების აყვანა მოუხდა, რათა შემდგომში კიევის გიმნაზიაში ჩაებარებინა.

ანა გორენკო (ახმატოვა; ქვევიდან მეორე რიგში მარცხნიდან მეორე) ცარსკოსელსკის მარიინსკის ქალთა გიმნაზიის მოსწავლეებთან. 1905 წელი.

წყარო: zen.yandex.ru

კომენტარები