ცოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებს მადლობის სიგელები გადაეცათ

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებს, ვეტერინარებს, ფერშლებს, სანიტრებსა და კინოლოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეფექტურ მუშაობაზე ისაუბრა.
„სააგენტოს წარმატებისათვის თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეკიპაჟების მუშაობის ეფექტურობის მატებასთან ერთად, ასეთი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, – აგანაცხადა მაია ბითაძემ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა და სამაშველო ოპერაციების გაზრდილ რაოდენობაზე ისაუბრა.
„მიმდინარე წელს სამი ათასზე მეტი კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია და 200-ზე მეტი სამაშველო ღონისძიება ჩავატარეთ, 640 ტრავმირებულ ცხოველს აღმოვუჩინეთ დახმარება, 386 ცხოველი გავაჩუქეთ და 88 პატრონს დავუბრუნეთ. სააგენტო ძირითად აქცენტს კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციების ჩატარებაზე აკეთებს, ვინაიდან ეს პოპულაციის მართვის, მსოფლიოში აპრობირებული, ყველაზე ჰუმანური და ეფექტიანი მეთოდია“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
მადლობის სიგელები სააგენტოს 32 თანამშრომელს გადაეცა. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები