“ცოლი– ოჯახის წევრია, და ოჯახის წევრებთან მიმართებაში არსებობს ასეთი გაგება, როგორიც არის ინტერესთა კონფლიქტი, როგორც სამართლებრივად, ისე მორალურად.”-ნინო ჯანგირაშვილი:

ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

პირველ რიგში განვმარტავ:
1. ქალს არ განვიხილავ ქმრის ნაწილად, ქმართან მიმართებაში, ქმრის კონტექსტში და ვთვლი დამოუკიდებელ ადამიანად.
2. ვგიჟდები, როცა კაცს ცოლი დედამიწაზე საუკეთესო გონია.

თუმცა:

ცოლი– ოჯახის წევრია, და ოჯახის წევრებთან მიმართებაში არსებობს ასეთი გაგება, როგორიც არის ინტერესთა კონფლიქტი, როგორც სამართლებრივად, ისე მორალურად.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური შეიძლება თვლიდეს, რომ მისი ცოლი, ეკა ბერიძე საუკეთესო ჟურნალისტია დედამიწაზე. თუმცა, მას არ აქვს უფლება ჩემი, ანუ მაუწყებლის მიერ გადახდილი ფულით დააფინანსოს მისი ოჯახის წევრის ლექციები, რომელმაც მე უნდა მასწავლოს ჟურნალისტიკა. საერთოდაც, არ არის ასეთი პროდუქტის წარმოება მისი საქმე, თუმცა თავს ზევით ძალა არ არის, ვერ ვაკავებთ.

აბა, გამოენთეთ ახლა კომისიის მიერ ხელფასგადახდილებო და დაწერეთ სტატია, რა დამპალი ვარ. დაბუსტვა არ დაგავიწყდეთ, ისევ მაუწყებლების ფულით რა თქმა უნდა.

P.S.
ჩემი საყვარელი მასტერკლასის ფორმატი და ესთეტიკა რომ უნიჭოდ მოიპარეს, მაგის გადასახარშად კიდევ ცალკე დრო მჭირდება.

კომენტარები