„ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა”. რატომ უნდა ეშინოდეს? – თქვენ ნამდვილად შეგეშინდებათ ასეთი ქმრის დაკარგვის“

-„ერთხელ, ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი ჩავიდა ინგლისში, კერძოდ ინგლისის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ეპარქიაში და აი მიტროპოლიტს ჰკითხა ერთმა მართლმადიდებელმა ინგლისელმა: -„მეუფეო, ჩვენ ერთი რაღაც ძალზედ გვაშფოთებს, როდესაც მივდივართ ჯვრის დასაწერად და ასევე ჩვენი ის მეგობრები, მათ შორის არამართლმადიდებელ ინგლისელები, კურსელები და ა.შ. რომლებიც ესწრებიან ხოლმე ჩვენეულ ჯვრისწერას, ძალზედ გვაშფოთებს, რომ ამ დროს იკითხება პავლე მოციქულის სიტყვები:

-„ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა”. რატომ უნდა ეშინოდეს? რატომ არ წერია, რომ უყვარდეს და ა.შ. და იცით რა არის მეუფეო, აი, თქვენი დიაკონები ისე გაჰკივიან “ეშინოდეეეეს ქმრისაა”, რომ ამ ინგლისელებს ტაძრიდან გაქცევა უნდებათ.’’ იქნებ აგვიხსნათ, რატომ უნდა ეშინოდეთ?

მიტროპოლიტმა ანტონ სუროჟელმა უპასუხა:

-„,თქვენ იქნებ კონტექსტს დაკვირვებოდით, სადაც მოციქული ამბობს: საიდუმლოსა მიგითხრობ თქვენ, ცოლისა და ქმრის ურთიერთობა, ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობის მსგავსია, აი, ჩემო ძვირფასებო, როდესაც თქვენ ნახავთ, რომ თქვენს ქმარს ისე უყვარხართ, როგორც ქრისტეს უყვარს ეკლესია, როდესაც თქვენ ნახავთ, რომ თქვენი ქმარი ისე ზრუნავს თქვენზე, როგორც ქრისტე ზრუნავს ეკლესიაზე, აი მაშინ თქვენ შეგეშინდებათ, თქვენ ნამდვილად შეგეშინდებათ ასეთი ქმრის დაკარგვის“.

ანტონ სუროჟელის ნაამბობი

კომენტარები