„ცოტა ადრეა მსჯელობა, რა იქნება სააღდგომოდ – აღდგომამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე გვექნება ზუსტი ინფორმაცია“ – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:

-„აღდგომის პერიოდამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, დღესასწაულებთან მიმართებაში გეგმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვექნება. შეზღუდვებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საბჭოს არ უმსჯელია. დღეს ცოტა ადრეა მსჯელობა, რა იქნება სააღდგომოდ, ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. 

 საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, იმედი გვაქვს, შევძლებთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ.

ინფექციის ზრდა ფიქსირდება, ალბათ, აღდგომის პერიოდამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე,  ზუსტი ინფორმაცია გვექნება, რა გეგმა იქნება“.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.

კომენტარები