ცოტნე გამსახურდიას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს –ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდიას, კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ცოტენ გამსახურდია გერმანიაში გადის რეაბილიტაციის კურსს.

ოჯახის ახლობელი, თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

-„მათთვის, ვისაც ცოტნე გამსახურდიას ამბავი ადარდებს და აინტერესებს!

გერმანიიდან მაცნობეს, რომ 13 ნოემბერს ცოტნე გამსახურდია დააბრუნეს სარეაბილიტაციო ცენტრში. ასე რომ, ცოტნეს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია კვლავ გრძელდება!.. ეს კარგი ამბავია!..

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ვაჟს 28 ოქტომბერს ჩაუტარდა ერთადერთი, ურთულესი ოპერაცია და წარმატებით განხორციელდა ორივე იმპლანტის ინსტალაცია (თავის ტრეპანაციის დროს ამოღებული ძვლების ნაცვლად, ჩაუდგეს იმპლანტები, ანუ ჩატარდა თავის პლასტიკური ოპერაცია და აღდგა თავის ფორმა. ცნობისათვის: ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მასალა, თვით ტიტანზე ძვირფასიც კი…). ოპერაციას გართულებები არ მოჰყოლია.

ჯანმრთელობა ვუსურვოთ ცოტნეს!

წინ დიდი ბრძოლები ელის!

უფლის წყალობით, ყველა ბრძოლა მოეგოს!

ლაზარესავით აღდგენილი დაგვიბრუნდეს!

გამხნევდი და გაძლიერდი, ცოტნე!

უსაშველოდ გვჭირდები!..

თეთრხალათიანებო, გვეიმედებით!..

სპონსორებს უღრმესი მადლობა !..

„ვერცერთი მღვდელი ვერ ბედავდა გამხდარიყო ჩემი მოძღვარი სიკვდილის შიშით. ხშირი იყო ტერორის შემთხვევები, ერთადერთი იყო მამა გაბრიელი, სალოსი გოდერძი ურგებაძე, რომელიც ბედავდა ჩემთან საუბარს, ვინაიდან სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ მოძღვრობა მას არ შეეძლო. მან ერთადერთმა გაბედა მოენათლა ჩემი ვაჟი ცოტნე (სუკის შერისხვა შვილებზეც გრძელდებოდა), ისიც თავის ბინაში, სადაც სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი“. ზვიად გამსახურდია

Tinatin Mgvdliashvili-ის პოსტი

ცოტნე გამსახურდია, 2019 წლის 19 დეკემბერს, ბილისში, ვერაზე დაჭრეს.  თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ თურქეთის კლინიკაში, მოგვიანებით კი გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში, ჰაიდელბერგში (Kliniken Schmieder Heidelberg), სადაც ამ დრომდე გადის რეაბილიტაციის კურს.

კომენტარები