ცოტნე გამსახურდიას საქმე- ორ პირს 15-15 წლიანი, ერთს 4-წლიანი, ერთს – 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა. გიორგი სოლოღაშვილსა და ტატო ღარიბაშვილს სასამართლომ 15 – 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, პეტრე ყუფადაძეს 4-წლიანი, კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

ცოტნე გამსახურდია ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, იქ ივლისამდე მკურნალობდა. ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს, ამჯერად, გერმანიაში გადის.

 

კომენტარები