„ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ქართული საგუშაგოს მოხსნას მოითხოვს“

ადგილობრივი მედია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელზე მურატ ჯიოევზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს:

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

-„შეხვედრაზე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ წნელისში საგუშაგოს მოხსნის საკითხი დააყენა.

სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა, – სოფელ უისტაში უკანონო ქართული პოსტის შექმნის შემდეგ, ეს (პოსტი) წარმოადგენს დესტაბილიზაციის მუდმივ წყაროს. ამიტომ, სასაზღვრო ზონაში უსაფრთხოებაზე რომ ვისაუბროთ, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე  უკანონო პოსტი მოშალონ. აღინიშნა ჟენევის დისკუსიების მთავარ ამოცანაზე მუშაობის გაძლიერების აუცილებლობა, ეს არის სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მხრიდან. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მუშაობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების შემუშავებაზე,“- განაცხადა ჯიოევმა.

კომენტარები