ცხოველები იღებენ ისეთ მუქ შეფერილობას, ვიდრე ეს მათ სახეობას სჩვევია

არსებობს ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გვაოცებს – ეს ბუნების არაერთი ქმნილებაა.

ამის ერთ-ერთი მაგალითი მელანინია, რის შედეგადაც ცხოველები იღებენ ისეთ მუქ შეფერილობას, ვიდრე ეს მათ სახეობას სჩვევია.

17 ფოტო, რომელიც დასტურია იმისა, რომ შავი ფერი ყველას უხდება.

მგელს ხშირ შემთხვევაში აქვს ნაცრისფერი, ნაცრისფერ-თეთრი ან ღია ყავისფერი შეფერილობა. იშვიათად გვხვდება შავი ბეწვის მქონე მგელი, რასაც მელანინის ჭარბი რაოდენობა იწვევს.

ეს მამალი თითქოს ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა, ის ბუნების ქმნილებაა.


კატისებრთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი სერვალი, რომელიც თავისი თანამოძმეებისგან ფერით გამოირჩევა.


ეს იაგუარი საოცარი სანახავია, რაც მისი შეფერილობის დამსახურებაა.

ისეთი ჟირაფი, როგორიც არასოდეს გინახავთ.

შავი ფლამინგო თეთრ გუნდთან ერთად.

სამეფო პინგვინი, რომელიც მეფურად გამოიყურება.

მულტიპლიკაციური გმირი “ბემბი” შეიძლება ასეთიც ყოფილიყო.

მელანინი არა მარტო გარეულ ცხოველებში, არამედ შინაურ ბინადრებშიც გვხვდება, ამის მტკიცებულებად ეს უსაყვარლესი პომერანიული შპიცია.

მელანინი ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს.

მუქი შეფერილობის ცხოველი ბევრად კარგად ეგუება გარემოს, ვიდრე ღია ბეწვისა და კანის მქონე.

სპილო, რომელსაც მელანინი საოცრად ალამაზებს.

შავი შეფერილობის პეპელაც საოცრად ეფექტურია.

დროთა განმავლობაში, ადამიანები ისეთი შეფერილობის ცხოველებს პოულობენ, რომელთათვისაც მანამდე მსგავსი ფერი წარმოუდგენელი იყო.

შავი რეპტილიები: მუქი კანი სინათლეს ცუდად ირეკლავს, რაც მათ სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება.

ბუნება არასოდეს ცდება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

ოქროს თევზისთვისაც კი, რომელმაც შავი შეფერილობა მიიღო.

სამწუხაროდ, ლომი მელანინით არც  ბუნებაში და არც ტყვეობაში არ გხვდება. ეს ფოტომონტაჟია, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და დღემდე  ადამიანები შეცდომაში შეჰყავს.

წყარო:

https://zooclub.ambebi.ge/zuu/saintereso/4189-bunebis-saocreba-17-ckhoveli-uchveulo-sheferilobith.html?fbclid=IwAR2BRfvb_ocFOUUTdRzI1n5CwiU2X6VElq8Mkav-ev8-qaF7oCmnfR4_Bds

კომენტარები