ცხოველები ჩერნობილის დახურული ზონიდან
უკრაინაში ქალაქ პრიპიატში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა 1886 წლის 26 აპრილს მოხდა. ატომურ ელექტროსადგურზე ზედიზედ ორი აფეთქება მოხდა.
სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით 800 ათასამდე მეხანძრე-მაშველი იღებდა მონაწილეობას, უმეტესი მათგანი რადიაციული დასხივების შედეგად გამოწვეული მძიმე დაავადებებს დღემდე ებრძვის. ბევრიც კი, უკვე გარდაიცვალა. გაეროს ინფორმაციით, ატომურმა კატასტროფამ 4 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჩერნობილის ავარიას, მეშვიდე ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო სკალით, უმაღლესი დონე მიენიჭა.
ატომური ელექტროსადგურის ავარიამდე იქ 13 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს კი, ჰაერში ქიმიური ნივთიერების გავრცელებისა და მაღალი რადიაციული ფონის გამო დახურულ ზონად ითვლება.
ვნახოთ როგორ ცხოვრობენ კატასტროფას გადარჩენილი ცხოველები ადამიანთაგან მიტოვებულ ქალაქში.
იხილეთ ფოტო კოლაჟი:
მოამზადა: მარიამ ნოზაძემ