„ცხრა წელი არ მიხსენებია სხვადასხვა მიზეზის გამო, რადგან იყო კოჰაბიტაცია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა:

„ცხრა წელი არ მიხსენებია სხვადასხვა მიზეზის გამო, რადგან იყო კოჰაბიტაცია, რასაც ჩვენც სხვანაირად აღვიქვამთ, თუმცა პოლიტიკურ კულტურაში სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. სხვადახვა პოლიტიკური ორიენტაციის ძალების ხელისუფლებაში ერთდროულ ყოფნას და საერთოდ არ ნიშნავს შერიგებას. როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვამბობთ, ჩვენ ძირითად ინსტრუმენტად და იარაღად უნდა გავიხადოთ სიმართლე, მარტივად გეტყვით რატომ – ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომელიც ამ ტრიბუნიდან აუცილებლად მინდა ვთქვა.

ახალმა ხელისუფლებამ შეძლო, რომ წინა ხელისუფლებას რეალური ინსტრუმენტები, რომლითაც შეეძლოთ მოქალაქეზე ეძალადათ, ჩამოართვა სასჯელაღსრულების სისტემა, სახელისუფლებო სისტემა და კიდევ ბევრი რამ“.

კომენტარები