„ძალიან ამაყი ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა არათუ უკან არ დაიხია და არ გააუქმა უკვე დაგეგმილი კინოჩვენება, არამედ სოლიდარობა გამოუცხადა მაყურებელს“

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინი,  ფილმის პრემიერის ჩაშლის მცდელობას Instagram-ზე ეხმიანება:

“ძალიან ამაყი ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა არათუ უკან არ დაიხია და არ გააუქმა უკვე დაგეგმილი კინოჩვენება, არამედ სოლიდარობა გამოუცხადა მაყურებელს.

საბოლოოდ ქართველმა მაყურებელმა შეძლო ფილმის ნახვა.

ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ ქართველი მაყურებლების გამბედაობით, რომლებიც იდგნენ მედგრად და არ დაშინებულან“.

პოლიციამ კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, 11 პირი დააკავა.

მოქალაქე ანა სუბელიანს თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა.

„ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა როგორც დაგეგმილი იყო, 8 ნოემბერს  შედგა.

კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

კომენტარები