“ძალიან არ მინდოდა ამ თემაზე რაიმეს თქმა.”-გია გავრიჭიძე:

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს

“ძალიან არ მინდოდა ამ თემაზე რაიმეს თქმა.
არ დაგიმალავთ და მიუხედავად იმისა’ რომ სენტიმენტალური ადამიანი არ ვარ’ ვერ ვუყურე ვერც კამერებიდან აღებულ კადრებს და ვერც 112-ის ოპერატორთან გამოძახების ჩანაწერს ვუსმინე.
მაპატიეთ ყველამ ამ ძალიან ცუდი მოსაზრებისთვის.
დიახ მეც ვიცი რომ ძალიან ცუდი რამ უნდა ვთქვა’ მაგრამ არ შემიძლია არ გკითხოთ:
– ის აჟიოტაჟი რაც ნაცების მიერ კონტროლირებადმა მედიამ დაღუპული ბიჭის გარშემო ატეხა და ცხადად ჩანს’ რომ ის აღტყინება რაც მათ აქვთ (მაპატიეთ’ რომ ბევრს ვწერ. ვცდილობ რაღაცნაირად შევარბილო), ხომ არ არის გაბუნიას წინააღმდეგ განსახორციელებელი ე.წ. ტერაქტის მიმართ ყურადღების მოდუნება და გადაფარვის მცდელობა?
აბა კარგად დავფიქრდეთ – რაღაც გარკვეულ შემთხვევაში მათთვის ვინ უფრო “აქტუალური იქნებოდა – გაბუნია, თუ შაქარაშვილი?
მე მეტს ვერაფერს დავწერ, ანალიზი თქვენთვის მომინდვია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას ამ მძიმე პოსტისთვის”-წერს გია გაბრიჭიძე

მოამზად ნათია ბერიძემ

კომენტარები