„ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი რომ ვიყო, ვერ გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გით, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ – მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე

-„შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მეტი მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობ­და. ჩვენც კი არ ვართ კმა­ყო­ფი­ლე­ბი, შე­და­რე­ბით მეტი მო­ლო­დი­ნი გვქონ­და, თუმ­ცა, პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ ” შე­ას­რუ­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის უმ­რავ­ლე­სო­ბას და­ა­კომ­პლექ­ტებს, ჩვენ ამას ვამ­ბობ­დით, – მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი გვყავ­და და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნამ­დე ამომ­რჩე­ვე­ლი, ამ­დე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მაც მო­ა­ხერ­ხეს სა­ერ­თო ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვე ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა, გა­ი­ზარ­და აქ­ტი­ვო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­სა­ბა­მის პრო­ცენტზე, ჩვენს მო­ნა­ცემ­ზე ამან ასახ­ვა ჰპო­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ვი­და არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი არც ერთი პარ­ტია არ არის, მაგ­რამ ეს არის დე­მოკ­რა­ტი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი,”- გა­ნა­ცხა­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ცესკოს მიერ მონაცემთა 100%-ის დათვლის შემდეგ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პროპორციული მანდატები დიდი სიზუსტით ასე გადანაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – 61 მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატი

„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ – 4-4 მანდატი

„მოქალაქეები“ – 2 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი

ამასთან, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 14 მაჟორიტარი დეპუტატი ემატება, რომლებმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ცესკო-ს არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 847 საარჩევნო უბნის ხმები დათვლილია. საბოლოო შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ – 48,15 %;

„ნაციონალური მოძრაობა“ – 27,14%;

„ევროპული საქართველო“ – 3.78%;

„ლელო“ – 3,15%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %;

„გირჩი“ – 2,89%;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%;

დანარჩენ პარტიებს, ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

კომენტარები