„ძალიან დიდი გამოწვევაა, ძალიან მძიმე… “-გიორგი ფხაკაძე

-„ჩემი მოსაზრება არის ასეთი: – ქვეყანას ხსნი ან ქვეყანას კეტავ! ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, ტრანსპორტი არის ხალხით გადაჭედილი და სასაფლაოზე გასვლაა პრობლემა?! ვითომ დაკეტვები არის თავის მოტყუება!

სასაფლაოების დაკეტვა აღდგომის დღესასწაულის დღეებში არის უნიათობა და არაპროფესიონალიზმი, არაპროფესიონალური მავნებლობა!

ვიცით, რომ ვირუსი არსად არ აპირებს წასვლას, ინდური შტამი გავრცელდა ჩვენს რეგიონში და ალბათ, საქართველოში იქნება შემოსული. თურქეთი ჩაიკეტა, ალბათ, აზერბაიჯანიც ჩაიკეტება მალე, რუსეთშიც კი ვეღარ მართავენ პანდემიას. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, ძალიან მძიმე გარემოა გარშემო“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

ვრცლად ნახეთ:

საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია – სტუმარი გიორგი ფხაკაძე – ესაუბრება ჟურნალისტი მეგი საჯაია -ვიდეო

 

რა ვიცით ინდური შტამის კორონავირუსის ვარიანტის შესახებ? რამდენად საშიშია?

 

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა :

-„სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ დიდი სუფრა არ იყოს.

რომელი შეზღუდვები იხსნება და წესდება სააღდგომოდ – 3-12 მაისის ჩათვლით

კომენტარები