“ძალიან მაინტერესებდა რას დაწერდა ბუგიანიშვილი და როგორ დაასაბუთებდა რურუას მიერ “დანაშაულის ჩადენა”-დავით საძაგლიშვილი:
დათო საძაგლიშვილი სოციალურ ქსელში წერს-
“ძალიან მაინტერესებდა რას დაწერდა ბუგიანიშვილი და როგორ დაასაბუთებდა რურუას მიერ “დანაშაულის ჩადენას”. ჩავიბარეთ 74 გვერდიანი განაჩენი, რომელშიც თითქმის არაფერი არ წერია, არაფერი.
ყველაზე საინტერესო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაა. მაინტერესებდა სამოტივაციო ნაწილში რას იტყოდა იმაზე, რომ იარაღზე გიორგის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. რაღაც ვერსიები მქონდა, მაგრამ ვერ გავარტყი
საერთოდ არ ახსენა ექსპერტიზის დასკვნა, აი საერთოდ”-წერს საძაგლიშვილი
მოამზადა ნათია ბერიძემ