„ძალიან მძიმე შეხვედრა იყო. არჩილ თალაკვაძეს კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე” – გიორგი ვაშაძე ორბელიანის სასახლეში შეხვედრაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:

-„პრეზიდენტის სასახლეში „ქართულ ოცნებასთან” შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. დაპირისპირება ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მოხდა. ძალიან მძიმე შეხვედრა იყო.

ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები.

6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, ის რაც არის. ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე. არჩილ თალაკვაძეს კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე, კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი. თუ არ გჯერათ, სხვებიც დაადასტურებენ, ვინც შეხვედრაზე იყო. დაპირისპირება იყო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო და რა უნდა ყოფილიყო“.

კომენტარები