„ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნება,  ჯანმოს რეგისტრაციის გარეშე მის გამოყენებას თუ გადაწყვეტენ, არავის აქვს ოფიციალური ინფორმაცია, რამდენად ეფექტურია, როგორ მუშაობს“

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა:

-„საქართველოს კანონმდებლობაში უწერია, ჯანმოს მიერ თუ არ არის რეგისტრირებული ვაქცინა, არ გამოიყენებს. კარგი იქნება, ქვეყანა ამ ხაზს ბოლომდე თუ გაატარებს. ამ ვაქცინის ირგვლივ ინფორმაცია მწირია, არავის აქვს ოფიციალური ინფორმაცია, რამდენად ეფექტურია, როგორ მუშაობს, ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნება,  ჯანმოს რეგისტრაციის გარეშე მის გამოყენებას თუ გადაწყვეტენ.

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ძალიან ნელა, გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს.

არ ვიცით, როდის შემოვა სხვა ვაქცინები და რა რაოდენობით, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს დოზა, რომელიც არის, ზღვაში წვეთია, გვინდა, – დაახლოებით 3 მილიონი დოზა. სამწუხაროდ, საქართველომ ჯერჯერობით, არ იცის ეს დოზები საიდან და როდის შემოვა. ძალიან ნელა დაიწყო ვაქცინაციის პროგრამა, გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს, ვფიქრობ, ამ მომენტში ჩინური ვაქცინის შემოტანა, რომელზეც ინფორმაცია არ არის, არის ძალიან სარისკო ნაბიჯი. კარგი იქნება, ქვეყანა  „ფაიზერთან“ თუ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ამ ეტაპზე, „ფაიზერი“ და „მოდერნა“ ითვლება ყველაზე წარმატებულად. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მეთოდოლოგიით არის დამზადებული, მათი ეფექტურობა ძალიან მაღალია. „ფაიზერი“ თავის წარმოებას ზრდის, გერმანიაში კიდევ მეორე ქარხანა იხსნება. ამბობენ, შეუძლიათ 200 მლნ დამატებთი ზომა აწარმოონ.  უკარაინამ „ფაიზერთან“ 10 მილიონ დოზაზე მოაწერა ხელი. კარგი იქნებოდა, ამ მწარმოებლებთან საქართველოსაც ჰქონოდა  მოლაპარაკება“.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.
კომენტარები