„ძალიან სირცხვილი იქნება, საქართველოს მოქალაქეებო, თქვენი შვილების მომავლისთვის დადექით“- ნინო ბურჯანაძე

-„ძალიან სირცხვილი იქნება, საქართველოს მოქალაქეებო, ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურის დამყარება, ამ ქვეყანაში ყველაფერს ხომ თავისი სახე და ფორმა აქვს. ივანიშვილ- ღარიბაშვილის დიქტატურა ძაან სირცხვილია. მოვუწოდე ყველას, თქვენი შვილების მომავლისთვის დადექით“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები