„ძალიან ტრაგიკული ფაქტი – თეკლას გარდაცვალების მიზეზებზე პასუხი პირველ რიგში მესაჭიროება მე, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს“ – ეკატერინე ტიკარაძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახს უსამძიმრებს.

-„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო თეკლას ოჯახს, მთელს საქართველოს. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. გუშინ ჩემი დავალებით, მყისიერად, რეგულირების სააგნეტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა. „რეგულირების სააგენეტოში შეიქმნა ჯგუფი, მოიძია დოკუმენტაცია, მიმდინარეობს საქმის შესწავლა.

გაირკვევა, რა ხარვეზების გამო დადგა ლეტალური შედეგი, ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის, პასუხი გაეცემა.

ისინი ამასთან დაკავშირებით გააკეთებენ განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება, რა ხარვეზების გამო დადგა მსგავსი ლეტალური შედეგი. ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის, ამ კითხვებზე პასუხი პირველ რიგში მესაჭიროება მე, მსგავსი შემთხვევები რომ აღარ განმეორდეს“, – განაცხადა “, – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ.

მხატვარ, რატი თორდიას, შვილი 19 წლის, თეკ­ლა თორ­დი­ა კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა.

გერმანულ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ინფიცირებული გოგო კოვიდსასტუმროდან უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს.

კომენტარები