ძაღლი ნატკენი თათით შევიდა აფთიაქში და დახმარება ითხოვა
თურქეთში აფთიაქში შევიდა უსახლკარო ძაღლი. ის მივიდა ფარმაცევტთან ბანუ ჩენგიზთან და დაელოდა, თუ როდის მიაქცევდა ყურადღებას. თავიდან ქალმა იფიქრა, საჭმელს მთხოვსო. ფარმაცევტმა აიღო მისკი და ძაღლს საკვები შესთავაზა. ოთხფეხა სტუმარმა საჭმელზე უარი თქვა და ქალს თათი გაუწოდა, იუწყება pets.mail.ru
„თათზე სისიხლი ჰქონდა. ჭრილობა გავუსუფთავე და მაზი წავუსვი. აფთიაქში მყოფმა კლიენტებმა ძაღლის შინ წაყვანა მოისურვეს, მაგრამ თათნამკურნალებმა პაციენტმა თავისუფლება აირჩია და ფათიაქიდან კვლავ ქუჩაში გავარდა“ – ამბობს ჩენგიზი.
წყარო: pets.mail.ru