„ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს… შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით  პარტია „ საქართევლოსთვის“ წევრ ბექა ლილუაშვილის განცხადებას ეხმაურება:

-„ეს პორტი 2013 წლის ბოლოს უნდა გამეხსნა ჩვენი გეგმით და ჩვენ ყოველთვის, უფრო ადრე ვასრულებდით გეგმას, ვიდრე ქაღალდზე ეწერა და ესენი, გვიყვებიან, რომ პორტი ვერ გაკეთდებოდაო?!

ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს, ქვეყნის განადგურებაში და მე მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და თუ არ ახსოვს, გავახსენებთ და ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ და დავანახვებთ, რომ სხვანაირად შეიძლება მუშაობა ძალიან მალე. ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ, ან სრული იდიოტები არიან“.

კომენტარები